გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ტვიტერზე" ავრცელებს.
"მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივ თაამშრომლობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე", - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს "ტვიტერზე" გავრცელებულ განცხადებაში.
ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს დღეს ეწვევა და პირველ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. თამარ ბერუჩაშვილი და მისი გერმანელი კოლეგა დღეს საღამოს ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ