მომხდარ საკადრო ცვლილებებს პაატა ზაქარეიშვილი ეხმაურება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ რაც ხდება ნორმალურია და დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არსებულ რეალობას და გამოწვევებს შეესაბამება.
"ეს ბუნებრივი პროცესია და ამა თუ იმ ფორმით ხან მინისტრი იცვლება, ხან თანამშრომლები. ეს არაერთხელ მომხდარა და ეს უფრო ნორმალურია, ვიდრე ის, რომ არავინ არასდროს იცვლებოდეს. ამაზე მეტს ვერ ვიტყვი, რადგან ეს ის სფეროა, რომელიც ჩემს კომპეტენციას ცდება. ვარ რა გუნდის და მთავრობის წევრი, ვხედავ როგორი პოზიცია გააჩნია პრემიერ-მინისტრს სხვადასხვა საკითხებისა და გადაწყვეტილებების დროს, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება არსებულ რეალობას და გამოწვევებს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.