"...უჩა მამაცაშვილის კლანმა ამ ეტაპზე გარდამავალი უპირატესობა მოიპოვა ღარიბაშვილის კლანთან მიმართებაში"

ბოლო დღეებში განხორციელებულ რამდენიმე თანამდებობრივ ცვლილებას უმცირესობაში კლანების ბრძოლად აფასებენ და ამბობენ რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველგან დანიშნა თავის წარმომადგენელი ფინანსების გასაკონტროლებლად. განცხადება ირმა ნადირაშვილმა გააკეთა:

„ბიძინა ივანიშვილმა აბსოლიტურად სხვა ტიპის ცვლილებები შემოგვთავაზა.ეს ადასტურებს ერთადერთ ამბავს, რომ მან ყველგან დანიშნა თავისი პირადი წარმომადგენლები რომ ყველგან აკონტროლოს ფინანსური ნაკადების მიმოქცევა. ...უჩა მამაცაშვილის კლანმა ამ ეტაპზე გარდამავალი უპირატესობა მოიპოვა ღარიბაშვილის კლანთან მიმართებაში“ აცხადებს ირმა ნადირაშვილი.