ქართული ჯარის კვებით მომსახურების სფეროში რთული მდგომარეობა დაგვხვდა

ქართული ჯარის კვებით მომსახურების სფეროში რთული მდგომარეობა დაგვხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ ქართული ჯარის კვებით მომსახურების სფეროში რთული სიტუაცია დახვდა.

,,ძალიან რთული მდგომარეობა დაგვხვდა. ზოგადად მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და კვებით უზრუნველყოფის პროცესი. სამუშაო არის ძალიან ბევრი. ჩვენ მზად ვართ გამოვასწოროთ და გავაუმჯობესოთ ის ხარისხი, რაც დღეს არის ქართული ჯარის კვებით უზრუნველყოფის კუთხით. ჩასატარებელია კომპლექსური სამუშაო, აქ მარტო იმ კომპანიაზე არ არის საუბარი, რომელიც უზრუნველყოფს ქართული ჯარის კვებას, აქ არის საუბარი იმ პირობებზე, რომელშიც ჯარი იკვებება. ამ პირობებს ჩვენ აუცილებლად შევცვლით ძალიან მალე," - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.