სირიის ქალაქ ქობანში გარდაცვლილი 21 წლის ზელიმხან ჩათიაშვილის ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ჩათიაშვილს მშობლები და სამი ძმა დარჩა.
ჟურნალისტებთან საუბრისას პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ ზაურ გუმაშვილმა განაცხადა, რომ პანკისელი ახალგაზრდები სირიაში არა მხოლოდ იდეის, არამედ მატერიალური დაინტერესების გამოც მიდიან. მისივე თქმით, ახალგაზრდები სირიაში თურქეთიდან გადადიან.
ამასთან, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სირიის კონფლიქტში უკვე რვა პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო 50-მდე კვლავ სირიაში იყოფება.
სირიის ქალაქ ქობანში აფეთქებას 21 წლის ზელიმხან ჩათიაშვილი ემსხვერპლა. ზელიმხან ჩათიაშვილი წარმოშობით პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან არის. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჩათიაშვილის ახლობლებმა დაუდასტურეს.