გუბერნატორებმა პრემიერ-მინისტრს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინეს

გუბერნატორებმა პრემიერ-მინისტრს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და მიმდინარე რეგიონულ პროექტებზე იმსჯელეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური დაინტერესდა, რამდენად არის მზად რეგიონები ზამთრის სეზონისთვის. გუბერნატორებმა პრემიერ-მინისტრს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინეს.