ლაფანყურის საქმის გამოძიების პროცესს სამსახურის შეცვლის გამო ჩამოვშორდი

ლაფანყურის საქმის გამოძიების პროცესს სამსახურის შეცვლის გამო ჩამოვშორდი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ ლაფანყურის საქმის გამოძიების პროცესში ჩართული იყო, თუმცა უკვე ერთი წელია, სამსახურის შეცვლის გამო ჩამოშორდა ამ საქმეს.

ამასთან, როგორც ჯანელიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების პროცესის გაჭიანურების შესახებ გაკეთებულ აბსურდულ განცხადებაზე მისი მხრიდან რაიმე კომენტარი უხერხული იქნება.

"უბრალოდ, ცოტა უხერხულია აბსურდულ განცხადებებზე კომენტარების კეთება, თუმცა მე გეტყვით, რომ ეს საკითხი არის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის კომპეტენციის სფერო. უკვე ერთი წელია, მე ჩამოშორებული ვარ ამ საქმეს, რადგან თანამდებობა შევიცვალე, ცოტა რთულია ჩემთვის იმაზე საუბარი, რა მდგომარეობაშია გამოძიება, როდის გაიხსნება საქმე და ასე შემდეგ. მე ვიყავი იმ დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელიც იძიებდა ამ საქმეს და სხვათა შორის ყველაფერს ვაკეთებდით, რომ კარგად გამოძიებულიყო," - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ.