"ჩვენი მიზანი იქნება, რომ ეს შედეგზე ორიენტირებული, კონსტრუქციული შეხვედრა იყოს"

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდზე საუბარი ე.წ. ხელშეკრულებაზეც იქნება.

მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი ჟენევაში ხვალაა დაგეგმილი. ეს ქართული და რუსული მხარის პირველი შეხვედრა იქნება ოკუპირებულ აფხაზეთთან "თანამშრომლობისა დაპარტნიორობის" ე.წ. შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა უხელმძღვანელებს.

"ჩვენი მიზანი იქნება, რომ ეს შედეგზე ორიენტირებული, კონსტრუქციული შეხვედრა იყოს. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება ამ ე.წ. ხელშეკრულებასაც. შედეგებზე სჯობს რაუნდის დასრულების შემდეგ ვისაუბროთ", - განაცხადა ბაქრაძემ.