სირიის ქალაქ ქობანში აფეთქებას 21 წლის ზელიმხან ჩათიაშვილი ემსხვერპლა. ზელიმხან ჩათიაშვილი წარმოშობით პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან არის. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჩათიაშვილის ახლობლებმა დაუდასტურეს.
"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი უკვე მიემგზავრება სოფელ ბირკიანში, საიდანაც უახლეს ინფორმაციას მოგაწვდით.