„გერმანიასთან, როგორც ნატო-ს ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანასთან, ჩვენი კავშირი მნიშვნელოვანია“

„გერმანიასთან, როგორც ნატო-ს ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანასთან, ჩვენი კავშირი მნიშვნელოვანია“

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც კერესელიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა, საქართველო ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტს პოლიტიკურ მხარდაჭერად და სოლიდარობის გამოხატულებად აფასებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით საქართველოში დღეს ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში, გერმანელი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, როგორც საგარეო საქმეტა სამინისტროს პრეს-სპიკერმა აღნიშნა, შეხვედრებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავების საკითხი განიხილება.

კერესელიძის თქმით, გერმანიასთან, როგორც ნატო-ს და ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანასთან, დიალოგი მნიშვნელოვანია და ეს არის დროული ვიზიტი.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დღეს ეწვევა.