საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი.
"ჩემთვის არაფერია ცნობილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გამოვრიცხავ ასეთ საკადრო ცვლილებებს. რაც შეეხება უკვე განხორციელებულ ცვლილებებს, ადამიანებმა გადაწვიტეს, რომ დაგვტოვონ. სულ ეს არის, რაც ვიცი, რატომ. ეს ჩემთვის ცნობილი არ არის და არც ვაპირებ ვეძიო, რატომ წავიდნენ ეს ადამიანები სამსახურებიდან", - განაცხადა წულუკიანმა.
ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და შს სამინისტროში რამდენიმე პირმა თანამდებობა დატოვა.