ბათუმში, ე. წ. ხოფას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. მამაკაცი, რომელიც ხანძრის დროს საავადმყოფოში გადაიყვანეს, გარდაიცვალა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს წარმომადგენელმა თამარ მხატვარმა განუცხადა, მამაკაცი წუხელ, გვიან ღამით გარდაიცვალა.
"მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიბებისა პაციენტი გვიან ღამით გარდაიცვალა", - აღნიშნა თამარ მხატვარმა.
51 წლის დავით ფუტკარაძე ხოფას ბაზრობაზე ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი იყო. მას ფილტვებზე პრობლემა ჰქონდა და ხანძრის დროს წარმოქმნილი კვამლის დროს გონება დაკარგა.
ხოფას ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. მაშველებმა ნამწვავებში ცოლ-ქმრის ცხედრები აღმოაჩინეს.