საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, საგარეო უწყება ვარაუდობდა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმიც მოინდომებდა რუსეთთან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას და ამას აპირებს კიდეც.
დავით კერესელიძის თქმით, ისევე, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. შეთანხმებაზე ხელმოწერის შემთხვევაში მოხდა, საქართველო ყველა ძალისხმევას გამოიყენებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ინფორმაცია დროულად მიაწოდოს და დაგმოს აღნიშნული ქმედება.
„ყველა ძალისხმევას გამოვიყნებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ინტერაქციაში ვიყოთ, რომ ისევე, როგორც წინა ხელშეკრულების შემთხვევაში მოხდა, ერთსულოვნად ვიმოქმედოთ ყველა იმ პარტნიორთან, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და თვლიან, რომ აღნიშნული ქმედებები რეგიონში დესტაბილიზაციას კიდევ უფრო აღვივებენ და ეს არის საერთო უსაფრთხოების კონტექსტში განხილული ქმედება“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.