გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, ქმარი საკუთარ ძმასა და ცოლზე ეჭვიანობდა, რის გამოც მან 36 წლის ქალს სასიკვდილო დაზიანებები თავის არეში მიაყენა.
ქალი შემთხვევიდან ერთ საათში გარდაიცვალა.
ერთ-ერთი ვერსიით, ქალბატონი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. როგორც სოფელში ამბობენ, ის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა დაგორდა და ქალბატონს დაეჯახა.
ოფიციალურ ინფორმაციასს შსს მოგვიანებით გაავრცელებს.
როგორც სოფელში აცხადებენ, მამაკაცი დაკავებულია.