ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა რუსულ თვითმფრინავებს გუშინ ორჯერ გადაუჭრეს გზა

ნატო-ს ავიაგამანადგურებლებმა რუსულ თვითმფრინავებს გუშინ ორჯერ გადაუჭრეს გზა

ბალტიის ზღვის თავზე, საჰაერო სივრცის დარღვევის დროს, ნატო-ს თვითმფრინავებმა რუსულ თვითმფრინავებს ორჯერ გადაუჭრეს გზა. ამის შესახებ ინფორმაცია ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ "ტვიტერზე" გუშინ გაავრცელა.

ლატვიის თავდაცვის უწყების ცნობით, ბალტიის ზღვის თავზე ექვსი რუსული თვითმფრინავი გამოჩნდა, მათ შორის რუსეთის ოთხი სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95 და ორი Ту-22-ის სტრატეგიული ბომბდამშენი. მოგვიანებით, ნატო-ს CF-188 ტიპის გამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს სამ რუსულ Ту-134-ს.