„პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით მუშაობა არ შენელებულა“

„პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით მუშაობა არ შენელებულა“

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ უკრაინაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, სამუშაოები მიმდინარეობს. უკრაინაში ახლა ჩამოყალიბდა მთავრობა და მასაც უნდა მიეცეს საშუალება, მოვალეობის შესრულებას შეუდგეს.

რაც შეეხება უკრაინასთან ურთიერთობებს და მოსაზრებას, რომ საქართველოს ყოფილი მთავრობის წევრების უკრაინის მთავრობაში დანიშვნის შემდეგ შესაძლოა, ეს ურთიერთობები გართულდეს, კერესელიძე აცხადებს, რომ ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე, რომელსაც უკრაინა შესთავაზებს საქართველოს, ეს ქვეყნის სუვერენული უფლებაა.

„ადრეც გვითქვამს და ახლაც ვაცხადებთ, რომ იმ ადამიანების დანიშვნა, რომელთაც სამართლებრივი სტატუსი აქვთ, ცუდი იქნება, მაგრამ ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე უცხოელი მოქალაქეების დანიშვნა უკრაინის სუვერენული იფლებაა. ამაზე ვერაფერს ვიტყვით და ვუსურვებთ მათ წარმატებებს. ჩვენ ჩვენის მხრივ ყველა ძალისხმევას მივმართავთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას რეფორმების განხორციელებაში და იმ გამოწვევებში, რომლის წინაშეც უკრაინა დგას“, - განაცხადა დავით კერესელიძემ.