დონეცკის აეროპორტში შეტაკებები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, ფაქტობრივად მთლიანად განადგურდა ძველი ტერმინალი, რომელიც ნეიტრალურ ტერიტორიაზე მდებარეობდა.
დიმიტრი ტიმჩუკის ცნობით, "ბოევიკებმა" ასევე იერიში მიიტანეს უკრაინის საარტილერიო დანაყოფზე.
ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ცნობით, წინა დღეებთან შედარებით, წუხელ ასევე გააქტიურდა შეტაკებები ფრონტის ხაზზე. არსებული ინფორმაციით, "ბოევიკებმა" 33-ჯერ მიიტანეს იერში უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციებზე.