დღეს საქართველოს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვევა

დღეს საქართველოს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვევა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ეს იქნება ფედერალური მინისტრის რიგით მეორე ვიზიტი საქართველოში.

როგორც ცნობილია, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 2014 წლის აპრილის ბოლოს, ფრანგ კოლეგასთან ლორან ფაბიუსთან ერთად ესტუმრა თბილისს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან თამარ ბერუჩაშვილთან.

შტაინმაიერი საქართველოს 9 დეკემბერს დატოვებს.