ღარიბაშვილის კლანს კალაძე ჩაანაცვლებს

ღარიბაშვილის კლანს კალაძე ჩაანაცვლებს

უახლოეს მომავალში ხელისუფლებიდან ღარიბაშვილის კლანი დათხოვნილი იქნება-ეს განცხადება,"თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარემ კახა კუკავამ,"პირველ რადიოსთან" საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლებაში და პარტია "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე საკადრო გადაადგილებები ცხადყოფს, რომ პრემეირ-მინისტრის გუნდის შესუსტება ხდება. კუკავას განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ხორციელდება. კახა კუკავა, ზვიად ჯანყარაშვილის გადადგომასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ის გადააყენეს მის სახელთან დაკავსირებული ფინანსური სკანდალების გამო. კუკავა გაზაფხულზე საქართველოს პრემეირ-მინისტრის შეცვლასაც ვარაუდობს.

"რა თქმა უნდა ორი აზრი არ არის, რომ ყველა საკადრო გადაწყვეტილება ეხება ბიძინა ივანიშვილს, მითუმეტეს, რომ საკუთარი გუნდის გადადგომის გადაწყვეტილებას ირაკლი ღარიბაშვილი არ მიიღებდა. მთელმა საქართველომ იცის, რომ დღეს ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ ფინანსურ გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი და ამის უარყოფას ამ ეტაპზე მაინც აზრი არ აქვს. რამდენადაც მე ვიცი განიხილება არა მხოლოდ ღარიბაშვილის გარემოცვის შეცვლის, არამედ თავად პრემიერის შეცვლის საკითხიც და ადრეული გაზაფხული არის ბოლო ვადა, როდესაც ქვეყანას უკვე ეყოლება ახალი პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილს სავარაუდოდ გადაიყვანენ სხვა პოსტზე, ეს არის ავტორიტარული რეჟიმების დამახასიათებელი თავისებურება, რომ ერთ კლანი ანაცვლებს მეორე კლანს. ღარიბაშვილის კლანი დათხოვნილი იქნება უახლოეს მომავალში ხელისუფლებიდან და მას ჩაანაცვლებს ან კალაძე ან სერგეენკო. რაც შეეხება ჯანყარაშვილს , მისი წასვლა უკავშირდება მის ფინანსურ სკანდალებს და მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჯანყარაშვილი და თამაზაშვილი ავთვისებიანი სიმსივნესავით მოედვნენ ქართულ ეკონომიკას. არა მხოლოდ ისინი რა თქმა უნდა, იქ არიან ივანიშვილის ოჯახისწევრები, მაგალითად მამაცაშვილი, რომელიც ფლობს დიდ გავლენას ქართულ ეკონომიკაში. რაღცა ეტაპზე ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ჯანყარაშვილის მადა არ შეესაბამებოდა რეალობას, აქედან გამომდინარე აუნთეს მას წითელი ბარათი,"-განაცხადა კახა კუკავამ.