ხოფას ბაზრობაზე ხანძარს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ხოფას ბაზრობაზე ხანძარს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ბათუმში, ე. წ ხოფას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. თემურ და ნანი რიჟვაძეების ცხედრები მაშველებმა რამდენიმე საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ აღმოაჩინეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ბაზრობის მოვაჭრეებმა განუცხადეს, ისინი იმ პიროტექნიკის მაღაზიის მახლობლად მუშაობდნენ, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. 

ხანძარი ე. წ ხოფას ბაზრობაზე გუშინ, შუადღის საათებში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ასევე ერთი ადამიანი, რომელიც ერთი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ხოფას ბაზრობაზე 600-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული მაღაზიები დაიწვა.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დაკითხეს. შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს.