გიორგი კვირიკაშვილი ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენას დაესწრება

გიორგი კვირიკაშვილი ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენას დაესწრება

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენას დაესწრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე ასევე მოწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, ეკონომიკური საბჭოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები, ასევე, საფრანგეთის, გერმანიის, სლოვენიის და ჩინეთის ელჩები და ეკონომიკური ატაშეები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, "ERNST & YOUNG"-ის და გერმანული კომპანია "ROHDE & SCHWARZ"-ის წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.