"მაესტროს" ჟურნალისტი გრიგორი ლეპსის დაცვამ გაათავისუფლა

"მაესტროს" ჟურნალისტი ნინი მეტრეველი გრიგორი ლეპსის დაცვამ გაათავისუფლა. ჟურნალისტი ერთი საათის განმავლობაში მომღერლის დაცვას ჰყავდა დაკავებული და ოთახიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა.

როგორც ჟურნალისტმა გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, გრიგორი ლეპსს და მის გარემოცვას მისი კითხვები არ მეწონათ.

"არ მოეწონათ კითხვები, რომელსაც მე ვსვამდი და მითხრეს, რომ ისინი არ იყო შეთანხმებული. მითხრეს, რომ ოთახიდან ვერ გავიდოდი და ჩემი მასალა ვერ მოხვდებოდა ეთერში. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფაც, რაც ძირითადად ჩემს სამსახურებრივ საქმიანობას შეეხებოდა. მე ავუხსენი, რომ კითხვები, რომლებსაც მე ვსვამდი, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე იყო შერჩეული. დაცვა ერთი საათის განმავლობაში არ მაძლევდა საშუალებას, დამეტოვებინა ოთახი. გამოშვების შემდეგ მათ ბოდიში არ მოუხდიათ", - აღნიშნა "მაესტროს" ჟურნალისტმა.