ხოფას ბაზრობაზე ხანძრის ადგილზე ცხედარია აღმოჩენილი

ხოფას ბაზრობაზე ხანძრის ადგილზე ცხედარია აღმოჩენილი

ბათუმში, ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ცხედარია აღმოჩენილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ჯერჯერობით დაუდგენელია მამაკაცის ცხედარია თუ ქალის. მისივე თქმით, მაშველები ვარაუდობენ, რომ ადგილზე მეორე ცხედარიც არის.

"ხოფას ბაზრობის მეხუთე რიგში აღმოჩენილია ცხედარი. ჯერჯერობით ვერ ვადგენთ მამაკაცის ცხედარია თუ ქალის. ველოდებით ექსპერტების მოსვლას, რომელიც დეტალებს დაადგენს. არ ვართ დარწმუნებული, ერთი ცხედარია თუ ორი", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.