ე.წ. ხოფას ბაზრობაზე აფეთქებების ხმა ისმის

ე.წ. ხოფას ბაზრობაზე აფეთქებების ხმა ისმის

ბათუმში ე.წ. ხოფას ბაზრობაზე საახალწლო ასაფეთქებლების მაღაზია იწვის.  როგორც ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, ხანძრის შედეგად საახალწლო ასაფეთქებლების მაღაზია დაიწვა. ხანძრის დროს მაშხალები ჰაერში ავარდა. ისმოდა აფეთქებების ხმა.

ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.