დოლარის ფასმა საქართველოში მცირედით დაიკლო. სავალუტო ჯიხურების ნაწილი დღეს დოლარს 1,90 ლარად ყიდის და 1.85 ლარად ყიდულობს. ნაწილი კი 1 დოლარს 1,93 ყიდის, ხოლო 1.85 არის შესყიდვის ფასი.
დოლარის ფასმა გუშინდელთან შედარებით დაიკლო კომერციულ ბანკებშიც.
"თიბისი ბანკში" და "საქართველოს ბანკში", 1 დოლარის გაყიდვის კურსია 2 ლარი, ხოლო ყიდვის - 1.92. "ლიბერთი ბანკში" მოქალაქეს 1 დოლარის შეძენა 1.97 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 1.87 ლარად.
დოლართან მიმართებაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეისთვის 1.95 ლარს შეადგენს.