დავით ბერძენიშვილი - რამდენიმე სამინისტროში გადაადგილების პროცესი საქმიანობის მეტი ეფექტურობისათვის მიმდინარეობს

დავით ბერძენიშვილი - რამდენიმე სამინისტროში გადაადგილების პროცესი საქმიანობის მეტი ეფექტურობისათვის მიმდინარეობს

პარტია "ქართულ ოცნებაში" და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მართვის ეფექტურობის გაუმჯობესების მოტივაციით ხსნის. 

"მთავრობის ცალკეულ სტრუქტურებში განხორციელებული გადაადგილებები სრულად და ექსკლუზიურად აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა. ამიტომ ამ საკითხებით მე, როგორც პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარე, დაინტერესებული არ ვარ. ეს მენეჯმენტის გაუმჯობესების ბუნებრივი მცდელობაა, აშკარად რამდენიმე სამინისტროში გადაადგილების პროცესი მიმდინარეობს, საქმიანობის მეტი ეფექტურობისათვის. რაც შეეხება ზვიად ჯანყარაშვილის "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან წასვლის საკითხს, მე ბატონი ჯანყარაშვილის გაცნობა ვერ მოვასწარი და ეს გადაწყვეტილება შიდაპარტიული საქმეა", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბერძენიშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა ადგილი თანამდებობებიდან პრემიერ-მინისტრის ე.წ. "კახური კლანის" გაშვებას, დავით ბერძენიშვილმა ხუმრობით განაცხადა, რომ კახელები და ქიზიყელები თავად "რესპუბლიკურ პარტიაშიც" სოლიდურად არიან წარმოდგენილი, თვით პარლამენტის თავმჯდომარე სიღნაღელია. "ასე რომ, საქართველოში კუთხური კლანები არ არსებობს", - დასძინა დავით ბერძენიშვილმა.