ლარის კურსის ვარდნის პროცესი შეჩერდა

ლარის კურსის ვარდნის პროცესი შეჩერდა

ეროვნული ვალუტის ვარდნის პროცესი შეჩერდა. ეროვნული ბანკის დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ 1. 95 ლარს შედგენს.

სავალუტო ჯიხურებში კი ერთი დოლარის ღირებულება კვლავ ორ ლარს შეადგენს. სავალუტო ჯიხურებში აცხადებენ, რომ დღეს ლარმა გამყარება დაიწყო, თუმცა ისინი განმარტავენ. რომ პროცესი, სავარაუდოდ, უქმე დღეებს უკავშირდება. სავალუტო ჯიხურებში მომუშავე ადამიანები ეროვნული ვალუტის ვარდნის პროცესის გაგრძელებას ორშაბათიდან კვლავ ელოდებიან.