ჩეჩნეთში საქართველოს მოქალაქეს ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით გაასამართლებენ

ჩეჩნეთში საქართველოს მოქალაქეს ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით გაასამართლებენ

ჩეჩნეთში საქართველოს მოქალაქეს ბესლან წინწალაშვილს ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით გაასამართლებენ. "კავკაზკი უზელის" ცნობით, 25 წლის ბესლან წინწალაშვილს ბრალი ედება ჩეჩნეთის ორი მოქალაქის სირიაში გადაყვანის და ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სასარგებლოდ ბრძოლის გამო. 

ჩეჩნეთის პროკურატურის განცხადებით, წინწალაშვილი ჩეჩენ მოქალაქეებს უცხოეთის პასპორტის დამზადებას და საქართველოდან სირიაში გადაყვანას დაჰპირდა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბესლან წინწალაშვილს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 500 ათასი რუბლი ემუქრება.