ეკატერინე ტყეშელაშვილი შესაძლოა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს

ეკატერინე ტყეშელაშვილი შესაძლოა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ეკატერინე ტყეშელაშვილი შესაძლოა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინულ ფორუმებზე ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური "ფეისბუქის" საკუტარ გვერდზე წერს, რომ უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე კიდევ იგეგმება "შოკისმომგვრელი" დანიშნვნა.

"უკრაინაში ქართველების დანიშვნა გრძელდება, რასაც ისტერიული კომენტარებით შეეგებნენ აქაური ხეპრეები,მაგრამ მთავარი დანიშვნა და მთავარი შოკი წინ არის"-წერს ნუგზარ წიკლაური.

შეგახსენებთ, რომ ეკა ტყეშელაშვილი მესამე ქართველი ყოფილი მაღალჩინოსანი იქნება, რომელიც უკრაინაში პასუხსაგებ თანამდებობას დაიკავებს.