სააკაშვილი-ზღულაძეს მარტო არაფერი გამოუვა

სააკაშვილი-ზღულაძეს მარტო არაფერი გამოუვა

აქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მან პოროშენკოსთან შეხვედრისას სხვადასხვა საკითხებთან ერთად ქართველების უკრაინის მთავრობაში დანიშვნის საკითხიც განიხილა. მისი თქმით, გადაწყვეტილება წმინდა უკრაინულია და კანდიდატურებიც კრაინის ხელისუფლებამ შეარჩია. სააკაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სპონტანურად არ ყოფილა მიღებული. როგორც სააკაშვილი უკრაინულ სააგენტოსთან ინტერვიუში ამბობს, მას თავში აზრადაც კი არ მოსვლია მსგავსი რამ. მისივე განცხადებით, უკრაინის მთავრობაში ქართველების დანიშვნა მძიმე არ არის, რადგან ქართველები უკრაინაში პირობითად არიან უცხოელები. იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ორ ქვეყანას ერთნაირი პრობლემები აქვს და ორი ქვეყნის ბედი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. სააკაშვილი კვირიკაშვილს და ზღულაძეს რჩევებსაც აძლევს და აცხადებს,რომ მარტო ზღულაძე ვერ გადატეხავს „Мвд”-ს და ამას პოლიტიკური ნება სჭირდება.

„ჩემი მთავარი რჩევა მათ, ბოლომდე გადავიდნენ უკრაინულ რელსებზე და არ გააკეთონ არანაირი კომენტარები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე...პირდაპირ გეტყვით, რომ ის მარტო ვერაფერს ვერ გადატეხავს და აქ ჩვენი მთავრობიდან მარტო ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს. ჩვენ ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, თუ არ არის საერთო პოლიტიკური ნება ცალკე აღებული ერთი ადამიანი ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს... ერთადერთი რისი გარანტიაც შემიძლია მოგცეთ ჩვენს ყოფლ ჩინოვნიკებზე, ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ისინი ქრთამს არასოდეს არ აიღებენ და მათ აქ არასოდეს არ აღმოაჩნდებათ წარმატებული ნათესავი, რომლებიც ბიზნესით დაკავდებიან. ეს ჩვენ გამოვიყვანეთ სახელმწიფო მოხელის „სპეციალური ჯიში“ რომლებიც არცერთ შემთხვევაში ამაში მონაწილეობას არ მიიღებენ,“-განაცხადა სააკაშვილმა უკრაინულ „პრავდასთან" ინტერვიუში.