რუსეთი და საფრანგეთი შეძლებენ უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტის გზები გამონახონ

რუსეთი და საფრანგეთი შეძლებენ უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტის გზები გამონახონ

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, რუსეთი და საფრანგეთი შეძლებენ უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტის გზები გამონახონ. ამის შესახებ ოლანდმა მოსკოვში რამდენიმესაათიანი ვიზიტის დროს განაცხადა, რომლის დროსაც ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

"საჭიროა იმ დისკუსიის გაგრძელება, რომელიც "დიდი ოცეულის" ფარგლებში დაიწყო. რუსეთსა და საფრანგეთს ამისკენ სწრაფვა გააჩნიათ. ვფიქრობთ, რუსეთი და საფრანგეთი შეძლებენ გამონახონ აუცილებელი გზა საკითხის გადასაწყვეტად", - განაცხადა ოლანდმა.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კარგია საფრანგეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტი რომ შედგა, რადგან ეს ბევრ პრობლემას მოაგვარებს.