ირაკლი ალასანია - საზოგადოებას პანიკისა და დიდი იმედგაცრუების განცდა არ უნდა ჰქონდეს

ირაკლი ალასანია - საზოგადოებას პანიკისა და დიდი იმედგაცრუების განცდა არ უნდა ჰქონდეს

ქართულ საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს პანიკის და დიდი იმედგაცრუების განცდა, რომ ამ გადაწყვეტილებით დასრულდა შანსიც კი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების , - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ასეთ ნაბიჯებს არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. 

"ძალიან დიდი ნაწილი ვაშინგტონში ჩვენი საუბრების ეხებოდა აფხაზეთს. ქართულ საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს პანიკის და დიდი იმედგაცრუების განცდა, რომ ამ გადაწყვეტილებით დასრულდა შანსიც კი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების. ამ ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგი არ შეიძლება მოჰყვეს, თუმცა ჩვენ ბევრად უფრო აქტიური პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ აფხაზებთან და ცხინვალელ თანამოქალაქეებთან", - აღნიშნა ალასანიამ. 

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აფხაზეთის თემაზე საუბრის დასრულება ვერ მოახერხა, რადგან "ტელეიმედის" ეთერში შეერთებული შტატებიდან ჩართვის სიგნალი ტექნიკური მიზეზებით გაწყდა.