უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტში მხარი ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმაც დაუჭირეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, ხმალაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ხმა მისცეს დეპუტატებმა ელისო ჩაფიძემ, თამარ კორძაიამ და ივანე კიღურაძემ.
დამოუკიდებელი დეპუტატებიდან მას მხარი დაუჭირა მურმან დუმბაძემ.
მიუხედავად მხარდაჭერისა, ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა ხმათა უმრავლესობა ვერ მიიღო. კენჭისყრაზე მას მხოლოდ 61-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კანონპროექტი ჩავარდა.
ვახტანგ ხმალაძის პროექტს მხარი დაუჭირა ასევე უმრავლესობაში შემავალმა ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელებმა", ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "ნაციონალური მოძრაობის" სახით წარმოდგენილმა საპარლამენტო უმცირესობამ.