ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს ვიცე პრეზიდენტის კარლჰაინც კოფვის განცხადებით,რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთზე ორიენტირებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დესტაბილიზაციას ცდილობს.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. "შეთანხმების" გაფორმებით ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში კიდევ ერთი, საერთაშორისო სამართლისათვის შეუსაბამო ქმედება განახორციელა.
"ამ გზით, რუსეთის პრეზიდენტი ართულებს, უფრო სწორად, კი შეუძლებელს ხდის დეესკალაციისკენ მიმართული მცდელობების წარმატებას. აღმოსავლეთ უკრაინა, დნესტრისპირეთი, მთიანი ყარაბაღი თუ ოკუპირებული აფხაზეთი - ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ამ რეგიონებში ვლადიმერ პუტინი მეტნაკლებად ღიად აკონტროლებს და მხარს უჭერს სეპარატისტულ ძალებს. ამგვარად, იგი აშკარად ცდილობს პროდასავლურ კურსსა და დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების დასუსტებას და მათზე ზეწოლას. ავსტრიის თვალთახედვით, მოვლენათა ამგვარი განვითარება განსაკუთრებით დასანანია რუსეთთან აქამდე არსებული ინტენსიური ურთიერთობების გამო. პუტინის ეს ახალი პროვოკაცია განსაკუთრებით მწვავედ არის დასაგმობი და ის განაპირობებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების კვლავ შორეული პერსპექტივით გადავადებას",- განაცახდა კარლჰაინც კოფვმა.