პოლიტიკურ დიალოგზე მოსულ ალასანიას

პოლიტიკურ დიალოგზე მოსულ ალასანიას "განაბი" დაახვედრეთ ოფისში

პოლიტიკურ დიალოგზე მოსულ ალასანიას "განაბი "დაახვედრეთ ოფისში და ქურდული "სხოდკა" მოუწყვეთ, - ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა უმრავლესობას.

იგი დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის განცხადებას გამოეხმურა და აღნიშნა, რომ მაფიოზები და ქურდები "ქართულ ოცნებაში" არიან. "მინდა სესიაშვილს გამოვეხმაურო, მან ახსენა მაფიოზე და ქურდები. მოგიწოდებთ, რომ მაფიოზები და ქურდები თქვენსკენ მოიკითხოთ. ამის დასტურად ბოლო მაგალითს შეგახსენებთ, როდესაც პოლიტიკურ დიალოგზე მოსულ ალასანიას "განაბი" დაახვედრეთ ოფისში და ქურდული "სხოდკა" მოუწყვეთ. ასევე, აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო ქალბატონ თინას, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოიყენა საშუალება და კიდევ ერთხელ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ თავისი დამოკიდებულება და ზიზღი ბოლომდე გამოავლინა. ქალბატონმა თინამ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პირადი ტრაგედია, ვერ დაგეთანხმებით გაიარეთ ქუჩებში და ნახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს საქართველოს მოსახლეობის პირადი ტრაგედიაა. ამის დასტურად მე დავასახელებ ბოლოს გაფორმებულ ხელშეკრულებას და აფხაზეთის საბოლოო ანექსიას, ათასობით ადამიანს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და დღეს თავისი შვილებისთვის საყიდელი პურის ფული არ აქვთ. თქვენ დღეს საკონტროლო გასროლას ახორციელებეთ მათზე, ლარის კურსით თამაშობთ და ამ გზით გინდათ ბიუჯეტის შევსება. ქალბატონმა თინამ ახსენა "ჩოქ ბჯენი", ამაზე მხოლოდ შეგიძლიათ იოცნებოთ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჩოქ ბჯენში ვერასდროს ნახავთ. ის ამომრჩეველი, რომელიც თქვენ დააყენეთ "ჩოქ ბჯენში" ზურგზე, სუფთა გდებით, პოლიტიკურ ტატამზე თქვენ აუცილებლად მოგიგებთ", - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი თინა ხიდაშელის ოჯახისთვის არის ბედნიერება და პირადი კეთილდღეობა. "ეს კეთილდღეობა იმდენად დიდია, ხანდახან გულში აღარ გეტევათ და უსუფაშვილის სიტყვების სახით "ნიო-იორკ თაიმსის" ნაყიდ გვერდებზე 250 ათასად იღვრება ხოლმე მადლობის სიტყვებად. რაც შეეხება თავად ამ მიმართვას, თქვენ ჩვენ გვიყურებდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ დროს ებოდიშებოდით ბიძინა ივანიშვილს იმის გამო, რომ მისი პაჟის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, დღეს მხარს ვერ უჭერთ, მაგრამ ეგ არ გიშველით. გაიხსენეთ ალასანიას მაგალითი და თქვენც აუცილებლად გამოგყრიან იმ კოალიციიდან და ამიტომ გირჩევთ, რომ თქვენ თვითონ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება",- განაცხადა ნადირაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დილიდან განიხილავენ ფარული მოსმენების გასაღებზე ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის კანონპროექტს.