არა თუ გისმენენ, არამედ ეს მოსმენები, ჩანაწერები, ჩვენი, თქვენი თავისუფალ ბაზარზეა

არა თუ გისმენენ, არამედ ეს მოსმენები, ჩანაწერები, ჩვენი, თქვენი თავისუფალ ბაზარზეა

გარწმუნებთ, არა თუ გისმენენ, არამედ ეს მოსმენები, ჩანაწერები, ჩვენი, თქვენი თავისუფალ ბაზარზეა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა გააკეთა.

გაბაშვილის შეფასებით, უკანონო მოსმენების თვალსაზრისით არსებული პრობლემა უფრო გართულდა იმ მხრივ, რომ მას შსს-ს უნიათობა დაემატა, რომელსაც ფარული გზით მოსმენილი ინფორმაციის კონტოლი არ შეუძლია.

"გისმენენ კი არა, გისმენენ და ერთმანეთში ჭორაობენ, გისმენენ და ერთმანეთს ასმენინებენ, გისმენენ და იცინიან. ეს ხდება მეგობრებო და ეს თქვენ ყველამ კარგად იცით. ყველას, ვისაც ტელეფონში დაყენებული გაქვთ "ვაიბერი", "ვოთს აფი", ყველამ, ვინც ღია ფოსტის ნაცვლად, სხვადასხვა დახურულ სისტემებს იყენებთ, კარგად იცით, რაც ხდება", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

მისივე შეფასებით, "ფარული მოსმენა ბიძინა ივანიშვილის სტილი და სტიქიაა", რაც მის მიერ დაფუძნებულ რუსულ კომპანიებში ხორციელდებოდა.

პარლამენტი დღეს დილიდან ფარული მოსმენების "გასაღებზე" ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობს.