საქართველომ არ გადაუხვია ევროატლანტიკური გზიდან, გაჩნდა საფრთხე, რომ ინტეგრაციის პროცესი გაიჭიმოს

საქართველომ არ გადაუხვია ევროატლანტიკური გზიდან, გაჩნდა საფრთხე, რომ ინტეგრაციის პროცესი გაიჭიმოს

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ვაშინგტონში შეხვედრებისას ახსნა ის მიზეზები, თუ რატომ დატოვა კოალიცია სამმა მინისტრმა.

"მაქსიმალურად ობიექტურად ავხსენი, თუ როგორ მოხდა ის, რომ მთავრობაში სამმა მინისტრმა, რომლებიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით მუშაობდა, დატოვა კოალიცია", - განაცხადა აშშ-ში ვიზიტად მყოფმა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

მისივე თქმით, ახლა კიდევ უფრო სწრაფად უნდა განხორციელდეს ის შეთანხმებები, რაც საქართველოს უკვე მიღწეული აქვს ორმხრივად თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაზე და ნატო-სთან დაკავშირებული პაკეტი, რომელიც უელსში მიიღო ქვეყენამ, უნდა განხორციელდეს.

"საქართველომ არ გადაუხვია ევროატლანტიკური გზიდან, გაჩნდა საფრთხე, გაჩნდა იმის საფრთხე, რომ გაიჭიმოს ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. მაგრამ ამ ყველაფერს ერთობლივად უნდა მივხედოთ", - განაცხადა ალასანიამ.