ვისურვებდი, რომ პრემიერ-მინისტრმა იპრემიერ-მინისტროს

ვისურვებდი, რომ პრემიერ-მინისტრმა იპრემიერ-მინისტროს

"თავისუფალი დემოკრატების" წევრის და პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ქვეყნის გარეთ ხშირად საუბრობენ იმ თემაზე , რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობაა. აბაშიძის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი საქმე აკეთოს.

"ის, რომ დღეს ჩვენ არ ვართ ხელისუფლებაში და ჩვენი ხედვები რადიკალურად გაიყო, ეს საზოგადოებისთვის ნათელია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ძალიან ხშირად საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის კოალიციის დამფუძნებელი და ამ ორგანიზაციის მიმართ დიდი ვალდებულებები აქვს, ესეც ნათელია. მე ვისურვებდი, რომ პრემიერ-მინისტრმა იპრემიერ-მინისტროს, ყველა მინისტრებმა იმინისტრონ და არ იყონ დამოკიდებული ვიღაც გარე პირებზე. ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს, რომ ვიღაცისგან რჩევის მიღება და კონსულტაციების გამართვა, რაღაც დანაშაულია. მაგრამ ვისურვებდი, რომ ყველამ თავისი ფუნქციები უფრო ეფექტურად შეასრულონ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.