პროკურატურაში სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილ თანამშრომელს კითხავენ

პროკურატურაში სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილ თანამშრომელს კითხავენ

საქართველოს ექს-პრეზიდეტის მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი ამ წუთებში პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. საგამოძიებო ორგანოში ავთანდილ კემულარია მოწმის სტატუსით არის დაბარებული. როგორც დაკითხვაზე შესვლის წინ კემულარიამ განაცხადა, გამოძიებას კითხვები მისი ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდთან დაკავშირებით აქვს. ავთანდილ კემულარია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არქივის სამსახურში 2013 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა.