რუსეთსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება უსაფრთხოებას ხელს არ უწყობს

რუსეთსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება უსაფრთხოებას ხელს არ უწყობს

პორტუგალიის მთავრობა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება საქართველოს და მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ხელს არ უწყობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ამის შესახებ ნათქვამია პორტუგალიის მთავრობის განცხადებაში.

"პორტუგალია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. პორტუგალიის მთავრობა მიიჩნევს, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებული, "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულება, ხელს არ უწყობს, არც საქართველოს და არც მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ყოველივე აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცენ 2008 წლის აგვისტოს სამშვიდობო შეთანხმებით მხარეების მიერ აღებულ ვალდებულებებს, რათა ზიანი არ მიადგეს მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს", -ნათქვამია განცხადებაში.