საქართველოსთვის გადმოცემული არსებითი პაკეტის შესრულების პროცესი არ შეფერხებულა

საქართველოსთვის გადმოცემული არსებითი პაკეტის შესრულების პროცესი არ შეფერხებულა

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, უილიამ ლაჰიუს განცხადებით, არ ეთანხმება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებას , რომლის მიხედვითაც უელსის სამიტზე საქართველოსთვის გადმოცემული არსებითი პაკეტის შესრულება შეფერხებით მიმდინარეობს.

"დიდ პატივს ვცემ ბატონ ალასანიას, თუმცა არ დავეთანხმებოდი მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას. არსებითი პაკეტი, რომელსაც ხელი მოეწერა უელსის სამიტზე, საქართველოსა და ნატო-ს შორის ამ პაკეტით გათვალისწინებული შეთანხმებები ხორციელდება გენშტაბის დონეზე. ეს სამხედროებს შორის თანამშრომლობას გულისხმობს და სამოქალაქო მხარე ამ შემთხვევაში ნაკლებადაა ჩართული. გენშტაბის უფროსი და თანამდებობაზე მყოფი სხვა პირები მუშაობას განაგრძობენ. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი მიმდინარეობს და არ შეფერხებულა", - განაცხადა ლაჰიუმ.

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის ეს კომენტარი ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლია ალასანიამ Forbes Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ დღესაც აქვს ეჭვი, რომ ვიღაცას უელსის ნატო-ს სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის შესრულების და აღსრულების შენელება ჰქონდა განზრახული.