შესვენების გამოცხადების საკითხი პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი გახდა

შესვენების გამოცხადების საკითხი პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი გახდა

პარლამენტის სხდომაზე შესვენების გამოცხადების საკითხი უმრავლესობას და უმცირესობას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ელექტრონული კენჭისყრის გზით მიიღეს. 15.00 საათისთვის პარლამენტის სხდომაზე შესვენება უნდა გამოცხადებულიყო. სხდომის წამყვანი წინადადებით გამოვიდა, რომ შესვენების ნაცვლად სხდომა განსახილველი საკითხის დასრულებამდე გაგრძელებულიყო. უმცირესობის სურვილი კი შესვენების გამოცხადება იყო.

აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება დეპუტატებმა ჯერ ხელის აწევით სცადეს. მას შემდეგ რაც ამ ფორმით ჩატარებული კენჭისყრის შედეგებზე ვერ შეთანხმდნენ, ორჯერ ელექტრონული კენჭისყრა ჩატარდა. საბოლოო შედეგით, 64 მომხრე, 48 წინააღმდეგი სხდომა გაგრძელდა.