საპარლამეტო უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი დღეს მიმდინარე პარლამეტის სესიაზე გამომსვლელების მიერ გამოთქმულ „მარგალიტებს“ „ფეისბუქზე“ აქვეყნებს.
„ახალი რუბრიკა უნდა შემოვიღო: „საპარლამენტო ქართული“ და შემოგთავაზოთ დღევანდელი „მარგალიტები“: 1. კავშირგამბულობა (სამგზის), 2. ველისაპედი, 3. „ხმის რეესტრი“ კიდევ რამდენიმე საათი გვაქვს ახალი „მარგალიტებისთვის“ („უბრალო“ ენობრივ ცოდვებს, „ერთი და იგივეს“ და ა.შ. აღარ შემოგთავაზებთ)“,-წერს ბერძენიშვილი.