საქართველოს მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, დადგება თუ არა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლის პასუხისმგებლობის საკითხი სანდრო გირგვლიანის საქმეზე.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდების დადგენილების შესახებ გამართული ბრიფინგის შემდეგ პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ პროცესში გაირკვევა, ვის მიმართ დადგება პასუხისმგებლობის საკითხი.
"თაკო სალაყაია იმ კონტექსტში ვახსენეთ, რომ მას შემხებლობა ჰქონდა ამ საქმესთან. შემდგომში ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ეს გამოძიების საქმეა", - განაცხადა კაციტაძემ.