იმაზე მეტად როგორ უნდა დაასუსტო შსს, ვიდრე ჭიკაიძის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის გამოა

იმაზე მეტად როგორ უნდა დაასუსტო შსს, ვიდრე ჭიკაიძის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის გამოა

ვერ ვხვდები, იმაზე მეტად როგორ უნდა დაასუსტო შს სამინისტრო, ვიდრე დღეს არის ჭიკაიძის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის გამო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არაკომპეტენტურობის, უშინაარსობის და გაუბედაობის გამო შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე უკვე 9 თვეა, პარლამენტში მისვლას ვერ ბედავს.

"მინდა მოგილოცოთ ყველას, დღეს 10 წლის იუბილეა პატრულის შექმნის დღიდან. ამაყი ვარ, რომ ვმონაწილეობდი საბჭოთა გაი-ს რეფორმირები პროცესში და პროცესში, როდესაც იქმნებოდა პატრული, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის სადარაჯოზე. თუ დღეს გვაქვს რაიმე კრიტიკა შსს-ს მიმართ, ეს კრიტიკა არ ეხება პატრულის საქმიანობას. ყველა კეთილსინდისიერი პოლიციელის გვერდით ვიქნებით. შსს-ს იმ ნაწილზე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, შევეცდებით ის გავაძლიეროთ, თუმცა ვერ ვხვდები როგორ უნდა დაასუსტო შსს-ს იმაზე მეტად, როგორც დღევანდელი მინისტრ ჭიკაიძის სახით დასუსტდა. 9 თვეა, პარლამენტში მოსვლას ვერ ბედავს. ეს პარლამენტის სისუსტეც არის, რადგან ჩვენ უნდა ვიყოთ რეალური მაკონტროლებელი აღმასრულებელი ხელისუფლების. როდესაც შს მინისტრი ვერ მოდის აქ, რადგან არც კომპეტენცია ყოფნის, არც გამბედაობა და არც შინაარსი, რომ აქ რამეზე ილაპარაკოს, ეს არის პრობლემა შსს-სი და აქედან უნდა დავიწყოთ პრობლემების მოგვარება", - განაცხადა კუბლაშვილმა.