"თუ ბიძინას შიგადაშიგ ფული აქვს დახარჯული, მე სული მაქვს დახარჯული დაზიანებული ადამიანების ფერებაში"

ნათია ფანჯიკიძე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას „ფორბსისათვის" მიცემულ ინტერვიუს სოციალურ ქსელშ ეხმაურება და წერს

"ზოგ მოქალაქეს ყველა საიდუმლო დოკუმენტზე და თანაც საკუთარი ინტერპრეტაციით წვდომა უნდა ქონდესო, წითელი პასტით ჩასწორებაც შეუძლიაო, ზოგმა კი დახვრეტის წინაც ენა ჩაიგდოსო, - ამას კარგად უნდა დაფიქრება, ადამიანები თვითონ ჭედავენ თავიანთ ბედს. ყველა მოქალაქე თანაბარია უფლებებში. დაიმახსოვრეთ ადამიანებო, თქვენივე საკეთილდღეოდ. ეს არის მთავარი ფასეულობა, რომელიც ყველამ უნდა გაიაზროს. პირადად ჩემზე რა ვთქვა? - თუ ბატონ ბიძინას შიგადაშიგ ფული აქვს დახარჯული, მე სული მაქვს დახარჯული დაზიანებული ადამიანების ფერებაში და მათი ცხოვრებაში იმედით და სიხარულით დაბრუნებაში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, - მე ვარ თავისუფალი, ჩვეულებრივი მოქალაქე, არანაირი თანამდებობის პირის ცოლიც კი არ ვარ და ვტკბები ამ თავისუფლებით. ეს მათ გასაგონად, ვისაც მიაჩნია, რომ როცა ჩემს ოჯახს შეურაცხყოფას აყენებენ, ფიქრობენ, რომ ჩემს გარდა ყველას აქვს უფლება ილაპარაკოს ამაზე ხშირად აქვე, ჩემს ყურთან, ოღონდ ამის პასუხად ხანდახან რომ მაინც ამოვთქვა - რატომ? რას კადრულობთ? - ესეც კი ბევრი ყოფილა მათი აზრით. მადლობა ირაკლის, რომ მას მაინც მიაჩნია, რომ მეც ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ"