უკანონო მოსმენებისგან 100%-იანი დაცვის სისტემის უზრუნველყოფა შეუძლებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან იზორიამ განუცხადა.
მისი განმარტებით, ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მთავარი ამოცანაა, შეიქმნას სისტემა, რომელიც საფრთხეების მინიმალიზებას მოახდენს.
"გუშინდელმა დისკუსიამ ცხადყო, რომ ყველა აღიარებს ერთ რამეს – უკანონო მოსმენებისგან 100%-იანი დაცვის სისტემის უზრუნველყოფა შეუძლებელია. მომზადებული ინიციატივით ამოცანა დგას იმგვარად, რომ შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც მოახდენს როგორც ადამიანის უფლებების ხელყოფის, ისე ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის თვალსაზრისით არსებული საფრთხეების მინიმალიზებას. როგორც იცით, პირველ აგვისტოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, პერსონალურ მონაცემეთა დაცვის ინსპექტორს ფარული საგამოძოებო მოქმედებების, ანუ ე.წ. მოსმენების ფარგლებში პერსონალური მონაცემების დაცვა დაევალა. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ დღესაც ყველა განჩინების ასლი, რომელიც ფარულ მოქმედებებს უკავშირდება, მიდის სწორედ პერსონალურ დაცვის ინსპექტორთან. აქ ლაპარაკია დამატებით მექანიზმზე, რაც მას ელექტრონული ზედამხედველობის შესაძლებობასაც მისცემს, რათა ყოველგვარი მანიპულაცია გამოირიცხოს. ლოგიკური და სამართლებრივად გამართლებულიც კი არის, რომ გარე კონტროლის მექანიზმი სწორედ ინსპექტორს ჰქონდეს", - განაცხადა ლევან იზორიამ.
რაც შეეხება უშუალოდ ე.წ. გასაღების შსს-ში დარჩენას, მინისტრის მოადგილის განმარტებით, "დედამიწის ზურგზე არც ერთი მაგალითი არ არსებობს, როდესაც ის არის შსს-ს გარეთ".
"ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, რომ სწორედ იმ ორგანოში იყოს მოსმენებთან დაკავშირებული ტექნიკური მიერთება, რომელიც უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. მთელ მსოფლიოში ეს გასაღები არის შსს-ს, სამართლადამცავი ან უშიშროების ორგანოების ფარგლებში. დედამიწის ზურგზე არ არსებობს არც ერთი მაგალითი, როდესაც ის არის შსს-ს გარეთ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ლევან იზორია ასევე არასწორს უწოდებს ზოგიერთი დეპუტატის განცხადებას, რომ ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის ავტორობით პარლამენტში შესული კანონპროექტი სინამდვილეში შსს-ში დაიწერა. თუმცა, ადასტურებს, რომ ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს უწყებასთან კონსულტაციები ჰქონდა.
"ეს არასწორი ინფორმაციაა. კონსლუტაციები ეკა ბესელიას არა მხოლოდ ამ კანონპროექტთან, არამედ სხვა კანონპროექტებთან დაკავშირებითაც ხშირად ჰქონია. ასევე მას კონსუტლაციები ჰქონდა არა მხოლოდ ჩვენს უწყებასთან, არამედ პერსონალურ დაცვის ინსპექტორთან. გამომდინარე იქედან, რომ მისი ინიციატივა ეხება ერთი მხრივ ჩვენნ უწყებას, მეორე კი პერსონალური დაცვის მონაცემტა ინსპექტორს, ბუნებრივი და პასუხიგმებლიანი დამოკიდებულებაცაა რომ ეს კონსულტაციები გაემართა", - განამარტა შსს მინისტრის მოადგილემ.
გარდა ამისა, როგორ მან აღნიშნა, ე.წ. მეორე გასაღების ინიციატივა, რომლის შემოღების რეკომენდაცია საქართველოს უცხოელმა ექსპერტებმა მისცეს, რეალურად ითვალსიწინებს იმას, რომ მას მაკონტროლირებელი ფუნქცია ჰქონდეს.
"ანუ, ეს არ არის ტექნიკური ფუქნცია. მეორე გასაღები ასრულებს მაკონტროლებელ ფუნქციას. ერთ უწყებასაც შეუძლია შესაბამისი ჩართვის განხორციელება, უბრალოდ მეორე შემოდის იმიტომ რომ პირველი გააკონტროლოს. შესაბამსიად, პერსონალურ მონაცემტა დაცვის ინსპექტორის ხელში მეორე გასაღები სწორედ მაკონტროლირებელი და საზედამხედველო ფუნქციის განმახორციელებელია. ვიტყოდი რომ თვითონ ეკა ბესელიას ინიციატივაა, მეორე გასაღები ჰქონდეს ინსპექტორს. გამოითქვა მეორე მოსაზრება, რომ ინსპექტორს ჯობია ტექნიკური შესაძლებობები არ ჰქონდეს და გააჩნდეს მხოლოდ ელექტრონული წვდომა, რაზეც პარლამენტი დღეს იმსჯელებს. მე არც ერთში და არც მეორე პოზიციაში რაიმე საგანგაშოს ვერ ვხედავ", - აღნიშნა ლევან იზორიამ.