აფხაზეთის რკინიგზის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს დევნილთა მინისტრი ეხმაურება. როგორც სოზარ სუბარი აცხადებს, გაივლის თუ არა რუსული მატარებელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამაში საქართველო ვერ ჩაერევა .
„რკინიგზის აღდგენაზე არანაირი მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან არ არის. აფხაზეთის ტერიტორიაზე გაივლის თუ არა რუსული მატარებელი, ამაში სამწუხაროდ ჩვენ ვერ ჩავერევით. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა მოხდა სააკაშვილის პერიოდში , როდესაც საინჟინრო ჯარები შემოიყვანეს. დღეს ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის შემოქმედები იყვნენ სააკაშვილსა და მის გუნდზე ვლაპარაკობ, როცა ბევრს ყვირიან, უბრალოდ ამის მორალური უფლება არ აქვთ“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.