დეპუტატების ბიზნეს-სესხები ივანიშვილის ბანკში

დეპუტატების ბიზნეს-სესხები ივანიშვილის ბანკში

„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, დეპუტატების ნაწილმა მოინდომა, რომ ხელფასი „ქართუში“ აეღო. როგორც ჯავახიშვილი „ალიასთან“ საუბარში ამბობს, დეპუტატი იქნება თუ სხვა, არ აქვს მნიშვნელობა „ოვერდრაფტს“ შესაბამის შემთხვევაში ყველა კლიენტს უმტკიცებენ და ორმაგ ხელფასს აძლევენ. ჯავახიშვილი ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ დეპუტატებს მაღალი ხელფასი აქვთ შესაძლოა მათ სესხიც მაღალი მისცენ. ჯავახიშვილის თქმით , მასთან ხშირად მიდიან დეპუტატები სესხის მოთხოვნით და შეკითხვაზე დეპუტატი ხარ თუ ბიზნესმენი-ხშირად წითლდებიან.

„ მე პირადად გეტყვით, როდესაც ჩემთან დეპუტატები მოდიან სესხის ასაღებად სულ ვეკითხები: კაცო, შენ დეპუტატი არ ხარ? თუ ხარ მაშინ ბიზნესი რატომ გაქვს? იმ წუთებშჳ გაწითლდებიან ხოლმე.

-ე.ი დეპუტატები მოდიან, მათ აქვთ ბიზნესები და დამატებით გთხოვენ სესხებსაც, ხომ?

-კი ასეა“. განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა „ალიასთან“ საუბარში