სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ზურაბ ჩეკურაშვილი ზაზა დოლიძემ შეცვალა.

პრემიერ-მინისტრის ბრძანება ზურაბ ჩეკურაშვილის საჯარო სამართლის იურიდიული პირის "სურსათის ეროვნული სააგენტოს" უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

აღნიშნულ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა ზაზა დოლიძე დანიშნა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დღეს ქუთაისში, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის ახალ რეგიონულ ოფისის საზეიმო გახსნაზე წარადგენს.

ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაზა მეფარიშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ლაბორატორიის, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრებიან.